ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
ბავშვის ფუნქციური მდგომარეობის შეფასება და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო გეგმა.
დეტალურად ↗
ვიზიტის დაჯავშნაპროფესიონალური ზრუნვა, რომელიც თამაშისა და ინტერაქციის გზით ხელს უწყობს ბავშვის მოტორული უნარების, დამოუკიდებლობის ხარისხისა და თავდაჯერებულობის განვითარებას.

ჩვენი მიდგომა
ყველა ბავშვი უნიკალურია. სწორედ ამიტომ, თითოეული ბავშვის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ვქმნით ინდივიდუალურად მორგებულ პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს მისი კომპეტენციების განვითარებას, ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობასა და დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას.

ჩვენ შესახებ
მედფოქსი 2021 წელს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტების მიერ შექმნილი ინოვაციური სერვისია, რომელიც მიზნად ისახავს, საზოგადოებას სარეაბილიტაციო მომსახურება ნებისმიერ სივრცეში შესთავაზოს (სახლში, ეზოში, ბაღში ან სკოლაში).
მედფოქსი მუშაობს როგორც ტიპური განვითარების, ისე სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან.





ჩვენი სივრცე
ბავშვზე მორგებული სივრცე, სადაც მოძრაობა, თამაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ხდება.
ჩვენი სერვისები
შეფასებიდან პრაქტიკულ თერაპიამდე — ბავშვისა და ოჯახის რეალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.
ბავშვის ფუნქციური მდგომარეობის შეფასება და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო გეგმა.
დეტალურად ↗სარეაბილიტაციო მომსახურება ბავშვისთვის ნაცნობ და კომფორტულ გარემოში — სახლში.
დეტალურად ↗მხარდაჭერა ბავშვის ყოველდღიურ გარემოში — ბაღში, სკოლაში, სპორტული აქტივობისას, პარკში და სხვა სივრცეებში.
დეტალურად ↗დისტანციური კონსულტაცია, პრაქტიკული რეკომენდაციები და ოჯახის მხარდაჭერა.
დეტალურად ↗პროფესიული მხარდაჭერა, კონკრეტული შემთხვევების განხილვა და შემდგომი მუშაობის დაგეგმვა.
დეტალურად ↗პირველი ვიზიტი
ვხედავთ ბავშვის ძლიერ მხარეებს, ვაფასებთ მის კომპეტენციებს და ოჯახთან ერთად ვქმნით გზას, რომელიც მის განვითარებას, დამოუკიდებლობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობას აძლიერებს.
მოგვიყევით, რატომ მოხვედით ჩვენთან, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რას ელით რეაბილიტაციის პროცესისგან.
სპეციალისტი აკვირდება ბავშვის ინდივიდუალურ მოტორულ განვითარებას, მოძრაობას, თამაშს, ყოველდღიურ უნარებსა და დამოუკიდებლობის ხარისხს.
ბავშვისა და ოჯახის პრიორიტეტებზე დაყრდნობით, ერთად ვსახავთ მიზნებს და ვირჩევთ ბავშვის ძლიერ მხარეებსა და კომპეტენციებზე დაფუძნებულ აქტივობებს.
მშობელი რეაბილიტაციის პროცესის თანაბარი მონაწილეა. მისი აქტიური ჩართულობა აუცილებელია, რათა ბავშვის განვითარება, დამოუკიდებლობა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობა თანმიმდევრულად გაძლიერდეს.
სპეციალისტების გუნდი

B.Sc., M.Sc.
თინათინს 6-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს და კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო ტრენინგებსა და პროფესიულ კურსებში.

B.Sc., M.Sc.
ნანას პედიატრიულ რეაბილიტაციაში 12-წლიანი გამოცდილება აქვს და კვალიფიკაციას მუდმივად იღრმავებს საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობით.
გალერეა







MedFox ბლოგი
ავტორი: თინათინ ქართველიშვილი (B.Sc., M.Sc.), ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობლების და ოჯახის ჩართულობა.…
წაიკითხეთ Medium-ზე ↗ავტორი: თინათინ ქართველიშვილი (B.Sc., M.Sc.), ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი მოტორული სტერეოტიპული ქცევა ბავშვებში მოტორული სტერეოტიპები ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირია.…
წაიკითხეთ Medium-ზე ↗რა დადებითი ეფექტები აქვს ხოხვას ბავშვისთვის? — ინტერვიუ სპეციალისტთან წყარო: dedamicis.ge პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი მერი…
წაიკითხეთ Medium-ზე ↗დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ — დაგეხმარებით ჩვენს სპეციალისტთან პირველი ვიზიტის დაგეგმვაში.